ჩემი უფლებები |
|
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ბავშვის უფლებების კონვენცია
1989 წლის
20 ნოემბერს
მიიღო.
იგი
ძალაში
1990 წლის
2 სექტემბრიდან
შევიდა.
კონვენცია შედგება 54 მუხლისაგან, რომელთაგან პირველი 42 მუხლი შეეხება ბავშვის დაცვასთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს
- ბავშვის
უფლებებს,
სახელმწიფოს
ვალდებულებებს
და
ბავშვის
აღზრდასთან
დაკავშირებული
ადამიანების
მოვალეობებს.
43-54 მუხლებში კი საუბარია იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ სახელმწიფომ და ზრდასრულმა ადამიანებმა ერთად კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
კონვენციას მიერთებულია 193 ქვეყანა, რაც იმას ნიშნავს,
რომ
ამ
ქვეყნებმა
აიღეს
კონვენციით
ნაკისრი
ვალდებულებების
შესრულების
სამართლებრივი
პასუხისმგებლობა. ბავშვთა კონვენცია
- ყველა ადამიანი, ვისაც ჯერ არ შესრულებია 18 წელი, ითვლება
ბავშვად.
- სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ყველა ბავშვის უფლება - რელიგიის, ეროვნების, კანის ფერისა და სხვა განსხვავებების მიუხედავად.
- ყველა მოქმედების დროს, რომელიც ბავშვს ეხება, დაცული უნდა იყოს მისი ინტერესები. სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ბავშვის ინტერესების დაცვაზე.
- სახელმწიფომ
ყველაფერი
უნდა
გააკეთოს
ბავშვთა
უფლებების
დასაცავად.
- სახელმწიფო ვალდებულია, პატივი სცეს ყველა იმ ადამიანის უფლებას, რომელიც ბავშვის აღზრდაში მონაწილეობს.
- ყველა
ბავშვს
აქვს
სიცოცხლის
უფლება
და
სახელმწიფო
ვალდებულია
იზრუნოს
ბავშვის
განვითარებაზე.
- ბავშვს დაბადებისთანავე აქვს უფლება,
ჰქონდეს
სახელი,
გვარი
და
მოქალაქეობა.
ასევე
უფლება
აქვს,
იზრდებოდეს
მშობლების
გარემოცვაში.
- სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას და, საჭიროების შემთხვევაში, აღადგინოს ბავშვის
პიროვნულობის
გამომხატველი
ძირითადი
ნიშნები:
სახელი,
მოქალაქეობა
და
ოჯახური
კავშირები.
- ბავშვს
უფლება
აქვს,
იცხოვროს
მშობლებთან
ერთად
და,
მშობლების
განცალკევების
შემთხვევაში,
ურთიერთობა
ჰქონდეს
მათთან,
თუ
ეს
არ
არის
მისთვის
საზიანო.
- ბავშვსა და მის მშობლებს ყოველთვის შეუძლიათ დატოვონ და დაუბრუნდნენ საკუთარ ქვეყანას, რათა ერთ ოჯახად იცხოვრონ.
- სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ქვეყნიდან ბავშვების არალეგალური გაყვანა.
- ბავშვს შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი ისეთ საკითხებზე, რომელიც მას ეხება.
- ბავშვს აქვს აზრის გამოხატვის და გაზიარების უფლება, თუ ეს ინფორმაცია არ არის მისთვის ან სხვისთვის საზიანო.
- სახელმწიფომ
უნდა
დაიცვას
ბავშვის
აზრისა
და
რწმენის
თავისუფლება
და
პატივი
სცეს
მას.
- ბავშვს
შეუძლია
გაერთიანდეს
ასოციაციაში
ან
მოაწყოს
მშვიდობიანი
შეკრება,
თუ
არ
დაარღვევს
სხვათა
უფლებებს.
- ბავშვს აქვს პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.
- ბავშვს
აქვს
უფლება
მიიღოს
ინფორმაცია
მედიის
საშუალებით,
სახელმწიფომ
კი
მხარი
უნდა
დაუჭიროს
მედიას
ბავშვისთვის
სასარგებლო
ინფორმაციის
გავრცელებაში.
- მშობლები ვალდებულები არიან, ბავშვის აღზრდაზე იზრუნონ და, თუ ისინი მუშაობენ და დაკავებულები არიან, სახელმწიფო
ვალდებულია,
ხელი
შეუწყოს
მათ.
- სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბავშვი მშობლის, მეურვის, ან ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ძალადობისაგან.
- სახელმწიფო
ვალდებულია
დაეხმაროს
მზრუნველობამოკლებულ
ბავშვებს
და
შეუქმნას
მათ
ოჯახური
გარემო.
- ბავშვის გაშვილება უნდა მოხდეს სახელმწიფო დაწესებულებების მიერ ბავშვის
ინტერესების
გათვალისწინებით.
უპირატესობა
ენიჭება
სამშობლოში
გაშვილებას,
თუმცა
შესაძლებელია
სხვა
ქვეყანაში
გაშვილებაც,
თუ
ეს
ბავშვის
ინტერესებშია.
- სახელმწიფომ განსაკუთრებულად უნდა იზრუნოს
ლტოლვილ
ან
ლტოლვილობის
სტატუსის
მიღების
მოსურნე
ბავშვზე
და,
საჭიროების
შემთხვევაში,
დაეხმაროს
მას
მშობლების
მოძებნაში.
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს
უფლება
აქვს,
მიიღოს
სპეციალური
განათლება,
რათა
შეძლოს
ღირსეულად
ცხოვრება.
ასეთ
ბავშვზე
სახელმწიფო
განსაკუთრებულად
უნდა
ზრუნავდეს.
- ბავშვს აქვს უფლება, სარგებლობდეს ხარისხიანი სამედიცინო დახმარებით, სუფთა წყლით, ჰქონდეს სრულფასოვანი კვება და უსაფრთხო
გარემო,
რათა
ჯანმრთელობა
შეინარჩუნოს.
სახელმწიფო
ვალდებულია
შეამციროს
ბავშვთა
სიკვდილიანობა.
მდიდარი
ქვეყნები
უნდა
ეხმარებოდნენ
ღარიბ
ქვეყნებს
იმაში,
რომ
ყველა
ბავშვი
ჯანმრთელი
იყოს.
- სახელმწიფო ხშირად უნდა ამოწმებდეს იმ ბავშვის მდგომარეობას, რომელსაც მეურვე
ზრდის.
- სახელმწიფო
უნდა
დაეხმაროს
იმ
ბავშვებსა
და
ოჯახებს,
რომელთაც
ეს
სჭირდებათ.
- ყველა
ბავშვს
აქვს
უფლება,
იცხოვროს
ისეთ
პირობებში,
რომელიც
აუცილებელია
მისი
განვითარებისათვის.
მშობლები
ვალდებულები
არიან,
შეუქმნან
შვილებს
ცხოვრების
ნორმალური
დონე,
სახელმწიფო
კი
ვალდებულია,
დაეხმაროს
მათ
ამაში.
- ბავშვს უფლება და ვალდებულება აქვს, უფასოდ მიიღოს დაწყებითი განათლება. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საშუალო და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა.
- განათლება
მიმართული
უნდა
იყოს
ბავშვის
გონებრივი
და
ფიზიკური
განვითარებისაკენ.
სკოლამ
უნდა
მოამზადოს
ბავშვი
სრულფასოვანი
ცხოვრებისათვის,
ასწავლოს
მშობლების,
თავისი
და
სხვა
ქვეყნების
კულტურისა
და
რელიგიის
პატივისცემა.
- სხვადასხვა ეროვნების ბავშვებს აქვთ უფლება, მშობლიურ ენაზე ილაპარაკონ და იცხოვრონ თავიანთი ტრადიციების შესაბამისად.
- ბავშვს აქვს დასვენების, თამაშის, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება.
- სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბავშვი ისეთი სამუშაოს შესრულებისაგან, რომელიც მისთვის
საზიანოა.
- ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს ნარკოტიკების მიღებისა და გავრცელებისაგან.
- სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ბავშვი სექსუალური ძალადობისაგან.
- სახელმწიფომ
არ
უნდა
დაუშვას
ბავშვის
მოტაცება
ან
გაყიდვა.
- სახელმწიფო
ვალდებულია,
დაიცვას
ბავშვი
ნებისმიერი
იძულებითი
ქმედებისაგან,
რაც
საზიანოა
მისი
განვითარებისათვის.
- ყველა
ბავშვი
დაცული
უნდა
იყოს
წამებისა
და
უკანონო
დაკავებისაგან.
18 წლამდე
ასაკის
მოზარდს
არ
შეიძლება
დანაშაულისთვის
შეეფარდოს
სიკვდილით
დასჯა
და
მუდმივი
პატიმრობა.
დაკავების
შემთხვევაში
ბავშვს
უნდა
ჰქონდეს
კავშირი
ოჯახთან
და
მას
პატივისცემით
უნდა
ეპყრობოდნენ.
- 15 წლამდე ასაკის ბავშვები არ უნდა იყვნენ საmხედრო სამსახურში. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ბავშვებზე, რომლებიც საომარ ზონაში ცხოვრობენ.
- სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ბავშვის მკურნალობა, თუ იგი დაზარალდა შეიარაღებული კონფლიქტის, წამების,
ან
სასტიკი
მოპყრობის
დროს
და
იზრუნოს
იმისთვის,
რომ
ჩამოყალიბდეს
საზოგადოების
ნორმალურ
წევრად.
- ბავშვმა, რომელმაც კანონი დაარღვია, უნდა მიიღოს სამართლებრივი და სხვა სახის
დახმარება.
მისი
დაპატიმრება
მხოლოდ
უკიდურეს
შემთხვევაში
უნდა
მოხდეს.
- თუ სახელმწიფოში
მოქმედი
კანონები
უკეთესად
იცავს
ბავშვს,
ვიდრე
ეს
კონვენცია,
მაშინ
სახელმწიფოში
მოქმედ
კანონებს
უპირატესობა
ენიჭება.
- სახელმწიფომ
ეს
კონვენცია
უნდა
გააცნოს
ყველა
ბავშვსა
და
მშობელს
პროექტის ანგარიში
|
|