საკონსულტაციო საბჭო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ბრძანებით შეიქმნა. საკონსულტაციო საბჭო სისტემაში მიმდინარე რეფორმის გამჭვირვალობის, სამინისტროს მუშაობის საჯაროობის, საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით ჩამოყალიბდა. იგი მინისტრის სათათბირო ორგანოა. საკონსულტაციო საბჭოს წევრები სასჯელაღსრულების სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს შეიმუშავებენ, ასევე, შეისწავლიან სასჯელთა აღსრულების საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო უცხოურ გამოცდილებას. გარდა ამისა, სათათბირო ორგანო სასჯელთა აღსრულების სფეროში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების ანალიზს განახორციელებს.
ორგანიზაციამ 2015 წლის 7 დეკემბერს, მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ ხულორდავას წერილი მიიღო, სადაც ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს“ სახელით კავშირს მადლობას უხდის საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობით დაინტერესებისათვის და სამომავლოდ აქტიურად ჩართვისთვის. წერილში ასევე ნათქვამია,რომ სამინისტროს დღის წესრიგში მრავალი საყურადღებო საკითხი დგას, მათი გადაწყვეტის პროცესში, კი მნიშვნელოვანი იქნება ,,უფლებები და თავისუფლებები – კავშირის“ რეკომენდაციები, ასევე ორგანიზაციის ხელშეწყობა სასჯელ აღსრულების საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო უცხოური გამოცდილების შესწავლა/გაზიარების მხრივ.
სამინისტროს საკონსულტაციო საბჭოს პირველი შეხვედრა 2015 წლის 11 დეკემბერს გაიმართება და შეხვედრა სიმბოლურად მიეძღვნება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციის მიღების წლისთავს. საკოორდინაციო საბჭოს პირველ შეხვედრაზე სამინიტრო წარმოადგენს მოკლე მოხსენებას უახლოესი 1 წლის განმავლობაში სამინისტროს პრიორიტეტების შესახებ. შეხვედრის ორგანიზებაში სამინიტროს ეხმარება ევროკავშირის პროექტი „სისხლის სამართლის მართლსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში. |