ძვირფასო ვიზიტორებო, ქალბატონებო და ბატონებო !
გულითადად გილოცავთ დამდეგ ახალ წელს !
ახალი წელი უკავშირდება ახალ იმედებს, ამიტომაც ყველაფერი კარგი და სასიკეთო, რაც გახარებდათ გასულ წელს, უსათუოდ ჰპოვებს გაგრძელებას ახალ წელიწადშიც.
გისურვებთ, ახალ წელს მოეტანოს თქვენი და თქვენი ოჯახისათვის კეთილდღეობა, სასურველი ოცნებების ასრულება, მომავლის რწმენის გაძლიერება, ხოლო წარმატება, ყოფილიყოს თანამდევი თქვენს ნებისმიერ წამოწყებაში.
თამამად გახსენით 2016 წლის კალენდრის პირველი გვერდი და მიიღეთ ჩვენგან მშვიდობის, თანხმობის, სიკეთის, ბედნიერებისა და წარმატებების გულწრფელი სურვილები.
უდიდესი პატივისცემით და საუკეთესო სადღესასწაულო სურვილებით,
"უფლებები და თავისუფლებები – კავშირის" სახელით, დამფუძნებელი ნათია ლობჟანიძე, დირექტორი ბადრი ნიაური |